მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ენერგოუსაფრთხოება საქართველოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა“ - დირკ ბუშლე

60c5b22d27b45
BM.GE
13.06.21 11:28
1098
„ნამახვანი ჰესი“ არის მნიშვნელოვანი და მასშტაბური ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ჩვენ ვხედავთ შემდგომი წარმატებული განხილვების პერპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი, როგორც მედიატორების ჩართულობით, არა მხოლოდ სიტუაციის დროებით განმუხტვას, არამედ პრობლემის გადაჭრას მივაღწევთ“ - ამის შესახებ მედიასთან საუბრისას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა, დირკ ბუშლემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა არამხოლოდ საქართველოს უფლება, არამედ როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მხარის ვალდებულებაც არის.

„ამ თვალსაზრისით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოებას გაუზირებს ინფორმაციას, თუ რა დაშვებების საფუძველზე და რა გზებით უნდა მოხდეს ენერგომომარაგების უზრუნველყოფა მომდევნო 10 წლის განმავლობაში“ - აღნიშნა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელმა.