მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის გათიშვის გამო, იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა

603ff60d367b1
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.21 20:00
898
2021 წლის იანვარში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა და მან 414 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი ქვეყნის უმსხვილესი ჰესის “ენგურისა” და “ვარდნილჰესების” კასკადის სარეაბილიტაციოდ გაჩერება იყო. მთლიანობაში იანვარში იმპორტის ღირებულებამ $10.4 მილიონი დოლარი შეადგინა.

იმპორტი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა, კერძოდ შესყიდული რუსული ელექტროენერგიის მოცულობამ 262 მილიონი კილოვატ საათი, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მოცულობამ კი 152 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.

მთლიანობაში იმპორტის წილი ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 35% იყო, 2020 წლის იანვარში კი იმპორტის წილი მთლიანი მოხმარების 18% იყო.

იანვარში ელექტროენერგიის მთლიანმა მოხმარებამ 1.18 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1%-ით არის შემცირებული.

ამჟამად “ენგურჰესი” კრიტიკულად აუცილებელ რეაბილიტაციის პროცესს გადის, რომელსაც საქართველო EBRD-ის სესხით აფინანსებს სადგურის ეფექტიანობის ზრდისთვის არის მიმართული.

მაისში რეაბილიტაცია სრულდება და მის შედეგად სადგურის წლიური გამომუშავება 100-120 მილიონი კილოვატ საათით უნდა გაიზარდოს.