მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესზე ვირტუალური სივრცის მოსაწყობად ტენდერი მაისში გამოცხადდება

6267f6d0a72dd
მარიამ ვარადაშვილი
26.04.22 23:56
880
ენგურჰესზე ვირტუალური სივრცის მოსაწყობად ტენდერი მაისში გამოცხადდება. ამის შესახებ BMG-ის სახელმწიფო კომპანია „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

“ვირტუალური სივრცის მოწყობის პროექტირების პროცესი დასრულდა. ასევე დავამატეთ ახალი პროექტი, რაც  მაღაზიებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ამ ეტაპზე სატენდერო დოკუმენტების მომზადების ეტაპზე ვართ. მეორე პროექტი დაემატა იმ მიზნით, რომ სანამ ვიზიტორი კაშხალს დაათვალიერებს, თავი კომფორტულად იგრძნოს. ვფიქრობ, მაისში სატენდერო პროცედურები უკვე დასრულდება და ივნისიდან სამუშაოები დაიწყება", - ამბობს ანთიძე.

ორივე პროექტი, ჯამში, 1.5 მლნ ლარის მოცულობისაა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. უშუალოდ ვირტუალური სივრცის შექმნის ნაწილზე 400 ათასი ლარი იქნება მიმართული და როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, დაფინანსება უკვე მოძიებულია და სატენდერო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს.

კომპანიის წარმომადგენელი ასევე ფიქრობს, რომ აგვისტოში ვიზიტორებს ადგილზე ვირტუალური სივრცე უკვე მოწყობილი დახვდებათ და დაათვალიერებენ თუ როგორ მუშაობს ოკუპერებულ ტერიტორიაზე მოხვედრილი ენგურჰესის ნაწილი.

“ამით ვიზიტორები გაიგებენ თუ რა მასშტაბის ჰესზე გვაქვს საუბარი და ასევე იმას, რომ ენგურჰესი მხოლოდ ერთი კაშხალი არ არის”, - ამბობს „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.