მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგური რომ გაჩერდეს, სამომხმარებლო დენი 3-4-ჯერ გაძვირდება - აბრამიშვილი

61ab4d8bf2cdd
მარიამ ვარადაშვილი
04.12.21 15:12
1037
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა გადაცემა “რედატ2-ში” იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც შესაძლოა ენგურჰესის დროებით გამორთვამ გამოიწვიოს. მისი თქმით, ენგურჰესი, რომლის ნაწილიც დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა რაიმე მიზეზით რომ გააჩერონ, ეს ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფებს მკვეთრად გაზრდის.

აბრამიშვილის შეფასებით, ამ მოცემულობაში გამოსავალი განახლებადი ენერგიების, პირველ რიგში კი ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაა.

“ენგურჰესზე, რომელზეც ფაქტობრივად იქით მხარეს კონტროლი არ გვაქვს და “კეთილი ნების” ნაწილია, რომ ახლა ამის კონტროლი შეგვიძლია, ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე აფხაზმა რომ გამოაცხადოს, რომ სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი და რამდენიმე თვე გათიშული იქნება, ხომ წარმოგვიდგენია ფასში რამხელა ზრდა გვექნება?! ჩვენი გენერაციის დაახლოებით 40%, 1.8 თეთრიანი ენგურის დენია. რომ მოგვიწიოს დღევანდელი იმპორტის ფასით (5-6 ცენტი) ამ რაოდენობის ელექტროენერგიის შემოტანა, მაშინ სამომხმარებლო ელექტროენერგია დაახლოებით 3-4-ჯერ მაინც გაიზრდება. აქაც საკმაოდ მოწყვლადია ჩვენი ენერგოსისტემა. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი ალტერნატივები გაჩნდეს, თუნდაც ენგურის, დიდი წყალსაცავიანი სადგურების და რა თქმა უნდა, მთლიანად ენერგოსექტორის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს, იქნება ეს ქარი, მზე თუ წყალი, ანუ ყველა განახლებადი რესურსი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის, რაც ჭარბად გვაქვს, ეს არის ჰიდრო.

ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი აქ არის, სადაც შეგვიძლია მეტად დავიცვათ თავი რუსეთის ჰიბრიდული ომისგან”,-აცხადებს აბრამიშვილი.