მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ENKA არის უდიდესი კომპანია… როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?!"

614e27a6c7d65
თამთა ჯიჯავაძე
24.09.21 23:29
1782
„ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, ისინი ძალიან პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?!“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება, რომ ჰესი დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა - წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე. ამაზე გამოვარდა ხალხი. მეორე მომენტია, რომ 800 მილიონი სანამ დახარჯა ENKA-მ, ერთი ლარი რომ დახარჯა, როცა მიწები იყიდეს, როცა პროექტი გაკეთდა, ხელი ჩამოართვეს... დღეს საუბრობენ, რომ პროექტი არაა დახურული, დავუბრუნდებით. გამორიცხული არაფერია, გააჩნია მოლაპარაკებებს - მაგრამ ის რომ ნულიდან კი არ ვიწყებთ, მინუსიდან ვიწყებთ მოლაპარაკებას, უფრო რთულ სიტუაციაში ვვარდებით, ვიდრე იყო", - აღნიშნა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს - “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება. აღნიშნულის შესახებ ორი დღის წინ გახდა ცნობილი.