მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ENKA გაგებით ეკიდება არსებულ მდგომარეობას და მზად არის ბოლომდე გამოგვყვეს - გიორგი ჩიქოვანი

6086a92c938b2
ინგა მურუსიძე
26.04.21 15:56
575
ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ჰესებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბევრ კითხვაზე სჭირდება პასუხი და საჭიროა მათთან მეტი კომუნიკაცია. 

„სამწუხაროდ, არის ბევრი გამოწვევა ჰესების მშენებლობასთან და ზოგადად, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. ჰესებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ბევრ კითხვაზე არ აქვს პასუხი და მეტი კომუნიკაცია, მეტი ინფორმაციის მიტანაა საჭირო, თუ რატომ გვჭირდება ჰესები. ვფიქრობ, ამაზე უკვე აქტიური მუშაობა მიდის და როცა ყველა კითხვაზე პასუხები გაეცემა, ჰესების მშენებლობაც დაიწყება“, - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება „ნამახვანჰესს“, ჩიქოვანი იმედს გამოთქვამს, რომ რადიკალიზმი სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლებს. 

„მთავრობის ინიციატივა იყო, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შექმნილიყო საბჭო და შექმნილია. ახლა ველოდებით, რომ დიალოგი აქტიურ რეჟიმში გადავა, რადიკალიზმი გადაინაცვლებს სამუშაო რეჟიმში და ის დასკვნები, რომელიც მომზადებულია იქნება შესწავლილი.

„ნამახვანჰესს“ უპრეცედენტო დრო და რესურსი დაეთმო. 80-იანი წლებიდან მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. საკითხის გავლა ორ დღეში ვერ მოხდება, ამას სჭირდება დრო, ამიტომ ვფიქრობ, როგორც კი ეს ჯგუფი მორჩება მუშაობას, ყველა კითხვას ადეკვატური პასუხო გაეცემა“, - განმარტა გიორგი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ინვესტორი გაგებით ეკიდება არსებულ მდგომარეობას, ითვალისწინებს საზოგადოების მაღალ ინტერესს და ვიდრე არ გაეცემა ყველა ტექნიკურ კითხვას პასუხი, მზად არიან "პროცესს ბოლომდე მიყვნენ".