მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Colliers MMS-ის ფორმულა ბიზნესის მხარდასაჭერად

614c3e3e93806
BM.GE
23.09.21 12:42
1069
წელიწადზე მეტია ქართულ საკონსულტაციო ბაზარზე საკუთარ ნიშას კომპანია Colliers MMS ქმნის და მომხმარებელს გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთანდაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.

ადგილობრივი ინვესტორების გარდა, Colliers MMS მომსახურებას უწევს საქართველოს ბაზრით დაინტერესებულ არარეზიდენტ ინვესტორებს. ამ ტიპის სეგმენტზე მუშაობა კომპანიის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან Colliers MMS-ის ერთ-ერთი მისიაა უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით ახალი ინვესტორების დაინტერესება და მათი კაპიტალის რეგიონის ბაზარზე მოზიდვა

რა ტიპის მხარდაჭერა სურთ უცხოელ ინვესტორებს საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან, ამ საკითხზე კომპანიის მმართველი დირექტორები - მაია ზავრაშვილი და ირაკლი კილაურიძე გვპასუხობენ.

მიუხედავათ პანდემიით შექმნილი გლობალური ფონისა, გვახარებს, რო საქართველოში წიაღის სექტორში ინვესტირება კვლავ მიმზიდველი და საინტერესოა. ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო დანიშნულების რესურსებს. ჩვენი კლიენტების ძირითადი ინტერესი ფოკუსირებულია მაღალი ღირებულების მქონე მინერალებზე, რომლებიც არალიცენზირებულია და მისი განვითარება მოკლე ან საშუალოვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი. მიუხედავად ვიწროსექტორული და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა, ბიზნესისთვის გამოწვევად რჩება მთელი რიგი საკითხების მოგვარება. ეს შეიძლება იყოს: ადგილობრივი შრომითი რესურსები, რიგ შემთხვევაში მოუქნელი და არაპროგნოზირებადი მარეგულირებელი გარემო, დავების განხილვის სისწრაფე, სოციალური წინააღმდეგობის ფონი დადროში გაწელილი დისკრეციული გადაწყვეტილებები სახელმწიფო უწყებებიდან. ჩვენ, როგორც ბიზნეს-კონსულტანტებს, ამ შემთხვევაში შუა რგოლის ფუნქცია გვაკისრია და ხშირად გვიწევს სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შუამავალის ფუნქციის შეთავსება, რომ უზრუნველვყოთ ბიზნესის კეთების სიმარტივე საქმიანობის ყველა ეტაპზე.

ძირითად შემთხვევებში კონკრეტულად რა მომსახურებას უწევთ უცხოელ ინვესტორს?

ცხადია ყველა კლიენტს აქვს ინდივიდუალური მოთხოვნა, მათი ინტერესი მრავალფეროვანია. არარეზიდენტი პირები ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისეთი პირველადი ინფორმაციის მიღებით ინტერესდებიან, როგორიცაა: საინვესტიციო გარემო და ინვესტიციის უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტიები. უცხო ქვეყნის ინვესტორთან თანამშრომლობის დასაწყებად პირველი ეტაპია ბიზნესის ოპერირების გზამკვლევის მომზადება. ამ კუთხით, ვცდილობთ მივაწოდოთ მათ ინფორმაცია საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო შეთანხმებების, სასამართლო სისტემისა და სამართალწარმოების ზოგადი ვადების, საგადასახადო რეჟიმის, სექტორული კანონმდებლობის, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და შრომითი პოლიტის შესახებ. პარალელურად, ბიზნესი ითხოვს მაღლი ხარისხის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს, დაგეგმილი საქმიანობის ფინანსური მომგებიანობის ანალიზს, რისკების კვლევასა და აშ.

როგორია ინვესტორთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში შემოსვლას განიხილავს, რომელი ქვეყნიდან არიან ისინი და რა მასშტაბის პროექტებზეა საუბარი?

სამთო-მოპოვებითი სექტორის თავისებურებიდან გამომდინარე, კაპიტალური ინვესტიციის მასშტაბი დამოკიდებულია რეზერვების მოცულობაზე, რასაც ძალიან დეტალური კვლევები სჭირდება. ზოგადად, ეს ინდუსტრია საკმაოდ კაპიტალტევადია , თუმცა მაღალია საინვესტიციო რისკიც, შესაბამისად, დასაწყისისთვის ინვეასტორთა უმრავლესობა განიხილავს მაღალი ხარისხის კვლევების ჩატარებას, რაც მარაგების დაძიებას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციო მასშტაბი კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული. თუ ინვესტორი რწმუნდება სამრეწველო მარაგის არსებობასა და საბადოს განვითარების პერსპექტიულობაში, მეტალური ტიპის საბადოებზე პროექტის საინვესტიციო მასშტაბი ათობით მილიონ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება საქართველოს ბაზრით დაინტერესებულ ინვესტორთა ჯგუფებს, გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის ბაზრით ინტერესი ჩნდება დასავლურ საინვესტიციო წრეებში. ამჟამად ვმუშაობთ ბრიტანულ, კანადურ, თურქულ კომპანიებთან, სექტორში ოპერირების კარგი გამოცდილებით, ასევე მომსახურებას ვუწევთ რეპუტაციულ და სოლიდურ კომპანიებს, რომელთა გამოცდილების, ტექნიკური მიდგომებისა და ცოდნის საქართველოში შემოდინება ცალსახად გააჯანსაღებს სექტორის ამჟამინდელ მდგომარეობას. ასევე ვემუშავებით მცირე ზომის ე.წ. “ჯუნიორ” ტიპის, თუმცა კარგი გამოცდილების მულტინაციონალურ კომპანიებს , ამ სექტორში მნიშვნელოვანია ტექნიკური გამოცდილება და სხვა დეპოზიტების განვითარების წარმატების ისტორიები.

მინერალებისა და გარემოსდაცვითი სერვისების მიმართულებით რეგიონში სულ ერთი წელია რაც Colliers MMS-მა კოლიერსმა საქამიანობა დაიწყო. როგორ აფასებს კომპანია გასულ პერიოდს, რამდენად გაამრათლა ამ მიმართულების დანერგვამ?

კოლიერსი გლობალურად ავითარებს მომსახურების ტიპებსა, შესაბამისად გაფართოვებულია სექტორების დაფარვის არეალი, რომელიც ბოლო პერიოდია უძრავ ქონებას სცდება. წელიწადზე მეტია MMS-სთან ერთად ჩავუშვით ეს მიმართულებები, არსებული შედეგები კი წარმატებულ სტარტზე საუბრობს. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ფონისა, ინტერესი მაღალია ორივე მიმართულებით: სამთო კონსალტინგშიც და გარემოსდაცვით სერვისებშიც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი, რომელსაც ვიღებთ ყოველდღიურად და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი მომსახურება იყოს ადაპტირებული ბიზნესის საჭიროებებთან. ვცდილობთ, ვიყოთ პროაქტიულები, წინსწრებით შევთავაზოთ ბიზნესს საინვესტიციო შესაძლებლობები, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და დავანახოთ საქართველოში ბიზნესის კეთების უპირატესობები.

როგორია Colliers MMS სამომავლო გეგმები, რა გეგმებით აგრძელებს კომპანია საქმიანობას?

გეგმები საკმაოდ ამბიციურია, ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი წარმატებული პროექტის ისტორია შევქმნათ, მეტ ინვესტორს დავანახოთ საქართველო, როგორც საუკეთესო ადგილი ბიზნესის საკეთებლად, გვსურს ჩვენი კომპნაია ასოცირებული იყოს ხარისხთან და წარმატებასთან. ვგეგმავთ, რეგიონის მასშტაბით ჩვენი კლიენტებისთვის შევქმნათ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, განვავითაროთ საინვესტიციო პროექტების მოძიებისა და, კლიენტთა მხარდაჭერის ონლაინ პლატფორმები, რაც მათ სწრაფი და ხარისხიანი კომერციული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge


(NS)