მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული საქონლის ყიდვა არის ფულის გადახდა ადამიანების მკვლელობისთვის - ზელენსკი

621dba3da19bb
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 10:17
1607
სახელმწიფომ, რომელმაც უკრაინაზე სამხედრო თავდასხმა განახორციელა, ენერგორესურსების ექსპორტით ასეულობით მილიარდი დოლარის შემოსავალი არ უნდა მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ გუშინ, გვიან საღამოს, გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო, რომელიც სამხედრო დანაშაულს მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ახორციელებს, არ შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი იყოს.

„ასეთ სახელმწიფოს ყველა პორტის, არხის და აეროპორტის კარი უნდა დაუხურო. ასეთი სახელმწიფო ენერგორესურსების ექსპორტით ასეულობით მილიარდს არ უნდა იღებდეს. რუსული პროდუქციის შეძენა ახლა ნიშნავს იმას, რომ ფული ადამიანების მკვლელობისთვის გადაიხადო“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ, უკრაინა - რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთის ინიციატივით გამართული მოლაპარაკება უკრაინის ტერიტორიის დაბომბვისა და ინტენსიური ცეცხლის თანხლებით მიმდინარეობდა.

"ცხადი იყო ინტენსიური სროლის სინქრონიზაცია მოლაპარაკების პროცესთან. ვთვლი, რომ ასეთი მარტივი გზით რუსეთი ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. არ დაკარგოთ დრო. ასეთ სტრატეგიას ჩვენ ვერ აღვიქვამთ. მოლაპარაკებები სამართლიანი მაშინ იქნება, როდესაც ერთი მხარე მეორეს მოლაპარაკებების პროცესში რეაქტიული არტილერიით არ დაარტამს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ არ აქვთ ისეთი შედეგი, როგორც უნდოდათ რომ ჰქონოდათ. მისი სიტყვებით, რუსეთმა თავისი პოზიცია დააფიქსირა, ხოლო უკრაინამ საპასუხო საკითხები გააჟღერა.

„გარკვეული გზავნილები მივიღეთ. კიევში დელეგაციის დაბრუნების შემდეგ გავაანალიზებთ მიღებულ ინფორმაციას და განვსაზღვრავთ როგორ გადავალთ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე“, - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.