მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: აშშ, შესაძლოა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მაისიდან დაუბრუნდეს

5e9412023e4aa
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.20 11:26
3414
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი ფრთხილი ოპტიმიზიმით აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები კლებულობს და ამერიკა, შესაძლოა, ცხოვრების ჩვეულ რიტმს მაისიდან დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

როგორც ფაუჩი აღნიშნავს, მართალია, მთელი ქვეყანა ერთიანად ვერ დაუბრუნდება ძველ რეჟიმს, მაგრამ, სავარაუდოდ, ერთ თვეში სოციალური დისტანცირების ზომების შემსუბუქება შესაძლებელი გახდება. მიუხედავად გასულ კვირას დაფიქსირებული გარდაცვალების ძალიან ბევრი ფაქტისა, როგორც ფაუჩი აცხადებს, დანარჩენი მაჩვენებლები პოზიტიურია, მაგალითად, როგორიც არის ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიურ განყოფილებაში შესული პაციენტების რაოდენობა.

ამასთან, ფაუჩის განცხადებით, იმ ქალაქებს, რომლებსაც ნიუ იორკთან შედარებით ნაკლებად მწვავე შემთხვევები აქვს, ისეთი აკრძალვები, როგორიც არის საგანგებო მდგომარეობა და „დარჩი სახლში“,  შესაძლოა, ამ თვის ბოლოდანაც მოეხსნათ, მაგრამ აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მსგავსი გადაწყვეტილებები მრავალი დეტალის შესწავლის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

13 აპრილის მონაცმებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 560,433 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +133), გარდაიცვალა 22,115 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +100), ხოლო გამოჯანმრთელდა 32,634 ინფიცირებული.