მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: AstraZeneca-ს ვაქცინა ძალიან ეფექტიანი პრეპარატია

6059fc9a6fe07
ნათია თაქთაქიშვილი
23.03.21 18:49
1033
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი დოქტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „შემთხვევითმა შეცდომამ“ შეიძლება კარგი ვაქცინის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი აცხადებს, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ძალიან ეფექტიანი პრეპარატია და ამას აშშ-ში ჩატარებული უკანასკნელი კვლევებიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ „ასტრაზენეკასა" და "ოქსფორდის უნივერსიტეტის“ ვაქცინამ, სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით -  79%-იანი, ხოლო მძიმე ფორმით დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.