მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსს პლანეტიდან ვერ ამოვძირკვავთ

5f2be56e77f78
ნათია თაქთაქიშვილი
06.08.20 21:20
2752
აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ექიმი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პლანეტიდან ამოძირკვა შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მისი განცხადებით, ვაქცინა მხოლოდ დაგვეხმარება იმაში, რომ პანდემიის კონტროლი შევძლოთ.

„ჩემი აზრით, კორონავირუსის ამოძირკვას ვერ შევძლებთ, რადგან ვირუსი სწაფად გადამდებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მისი კონტროლი კომბინირებული ქმედებით, როგორიც არის კარგი ვაქცინა და ჯანდაცვის ორგანოების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება“, - განაცხადა ფაუჩიმ.

ფაუჩის ვარაუდით, ვირუსი მართვადი  მომავალი წლიდან გახდება.

„იმედი მაქვს, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი 2021 წლისთვის გახდება. თუ მკითხავთ, გაუმჯობესდება თუ არა მდგომარეობა ვირუსის კონტროლის მხრივ მომავალი წლისთვის, ჩემი ცალსახა პასუხია, დიახ, მე ასე ვფიქრობ“, -აცხადებს ფაუჩი.