12.აგვისტო .2020 15:00

ენტონი ფაუჩი პუტინს პასუხობს - "რუსეთი და ჩინეთი ეჯიბრებიან, ვინ იქნება პირველი ვაქცინის შექმნაში"

views 782
უკან

აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით რომ რესუთემა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აშშ-ს წამყვანი ინფექციონისტი წუხს იმის გამო, რომ ქვეყნები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი იქნება პირველი ვაქცინის შექმნაში და ამ დროს მათ ავიწყდებათ, რომ ვაქცინამ გარკვეული ეტაპები უნდა გაიაროს.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ვაქცინასაც არ გაუვლია მესამე დონის კვლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის უსაფრთხოების ხარისხის შესაფასებლად.

„იმედი მაქვს, რომ ნებისმიერი ვაქცინა კვლევების ყველა ეტაპს გაივლის, რადგან განცხადება, რომ ვაქცინა მზად არის შესაძლოა დიდი პრობლემის მომტანი იყოს“,- აცადებს ენტონი ფაუჩი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ Gamaleya Institute-ის შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დარეგისტრირდა და მედიკამენტმა ყველა საჭირო კველვა გაიარა.

როგორც პუტინი აცხადებს, ვაქცინის საცდელი ვერსია გაუკეთდა მის ქალიშვილს, რომელსაც მხოლოდ ცოტა ხნით ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.