მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: შემოდგომა-ზამთარს უნდა გავუმკლავდეთ და ეს მარტივი არ იქნება

5f5b77fdcbfa4
ნათია თაქთაქიშვილი
11.09.20 20:06
1718
ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, წლევანდელი შემოდგომის და ზამთრის გადატანა მარტივი არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ფაუჩის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, რადგან მოქალაქეების ნაწილი სექტემბრიდან სამსახურებს უბრუნდება, ასევე, იწყება საგანმანათლებლო პროცესი.

ფაუჩი აღნიშნავს, რომ როგორც კი ერთ-ერთი შტატი სოციალური დისტანცირების ნორმებს ამსუბუქებს, კორონავირუსის შემთხვევები მატულობს.

„ნურასოდეს შეაფასებთ პანდემიის პოტენციალს ზედმეტად მსუბუქად. არ შეეცადოთ ყველაფრის ვარდისფერ ფერებში დანახვას. ჩვენ ეს შემოდგომა და ზამთარი უნდა გადავიტანოთ და ეს იოლი არ იქნება“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

რაც შეეხება ვაქცინას, მისი თქმით, ვაქცინაზე ცდები პროგრესულად მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, ის წლის ბოლოსთვის მზად იქნება. აშშ-ის წამყვან ვირუსოლოგს ოქსფორდის მიერ შეჩერებულ კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, აშშ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით ამჟამად მსოფლიოში პირველ ადგილზეა.