25.მაისი .2020 14:52

ენტონი ფაუჩი: შესაძლოა, აშშ-ში covid-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი დეკემბრისთვის გახდეს

views 498
უკან

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩის განცხადებით, შესაძლებელია, კორონავირუსის ვაქცინა აშშ-ში ხელმისაწვდომი დეკემბრისთვის გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

„იანვარში ჩვენ განვაცხადეთ, რომ ვაქცინის შექმნას, დაახლოებით, წელიწადი ან წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. ჩემი აზრით, ეს ვადები ისევ ძალაშია, მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა, რომლიც ვაქცინის შექმნის პერიოდში გვხვდება და სავარაუდოდ, ვაქცინა ხელმისაწვდომი 2020 წლის დეკმბერში ან 2021 წლის იანვარში გახდება. თუმცა ეს დაპირება არ არის“, - თქვა ფაუჩიმ.

ფაუჩიმ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ს ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ პოზიტიურ შედეგებზე განაცხადა, რომელიც ადამიანზე ჩატარებული პირველი ცდებიდან მიიღეს.

ფაუჩის თქმითვე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი ყურადღებით გაეცნო და შეისწავლა Moderna-ს მიერ მომზადებული მასალები. როგორც ის აღნიშნავს, შედეგები დამაიმედებელია და პოტენციურ ვაქცინაზე „დაჩქარებული წესით მუშაობენ“.