მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენტონი ფაუჩი: ტრადიციული საშობაო წვეულებები COVID-19-ის გავრცელების „კარგი პირობაა“

5fc5ed6f47aa1
ნათია თაქთაქიშვილი
01.12.20 11:45
993
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს და აფრთხილებს, რომ ტრადიციული საშობაო წვეულებები COVID-19-ის გავრცელების „კარგი პირობაა“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ფაუჩიმ აღნიშნული განცხადების გაკეთება "მადლიერების დღის" შემდეგ გადაწყვიტა, რადგან მოქალაქეებმა რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს და "მადლიერების დღე" დიდი წვეულებებით აღნიშნეს.

ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს დარჩენილ დღესასწაულებთან მიმართებაში დამოკიდებულებები შეცვალონ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ, რათა გართულებები თავიდან აიცილონ.

"ვფიქრობ, ჩვენ ყველამ რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და სხვაგვარად მოვიქცეთ. სამწუხაროდ ასეა... მესმის, რომ წინ დიდი დღესასწაულებია და გვინდა, მოვიწვიოთ მეგობრები, ნათესავები და ერთად ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი; უნდა დავფიქრდეთ იმ გარემოებაზე, რომ ადამიანები შეიძლება უსიმპტომონი იყვნენ და ამ დროს კორონავირუსით სხვები დააინფიცირონ“, - განაცხადა ინფექციონისტმა.

ფაუჩის თქმითვე, თუ ადამიანებს სურთ, მომავალ ახალ წელს მაინც შევხვდენენ მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად, დღეს ამ რეკომედაციების დაცვა აუცილებელია.