მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrée-ს პეკინის ფილიალი “ლისი ვერანდას” ტერიტორიაზე გადადის

5f675d7a744a6
თათია კაკიაშვილი
21.09.20 09:40
1298
კაფეტერიების ქსელის Entrée-ს პეკინის ფილიალი დაიხურა და შენობა ქირავდება. ინფორმაცია BMG-ის კომპანიაში დაუდასტურეს და ცვლილებების მიზეზიც განმარტეს.

„პეკინის ფილიალი დავხურეთ იმიტომ, რომ ლისი ვერანდაზე გადავდივართ“ , - განაცხადა Entrée-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ლიკა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძის თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმები ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ Entrée უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ სწრაფი კვების ქსელად ჩამოყალიბდა.

ცნობისთვის, თბილისში Entrée 15 კაფეტერიას მართავს, კომპანიას აქვს ფილიალები მეზობელ აზერბაიჯანში (ბაქოში), ასევე დიდ ბრიტანეთში (ლონდონში).