მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Entrepreneur Shop – ახალი ონლაინმაღაზია მხოლოდ ქართული პროდუქციით

5dea81de821e8
BM.GE
06.12.19 22:22
2077
ჟურნალმა Entrepreneur-მა ახალი პლატფორმა Entrepreneur Shop-ი შექმნა, სადაც მხოლოდ ქართველი ანტრეპრენერების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება.  

Entrepreneur-ი ქართველი ანტრეპრენერების საქმიანობას მხარდაჭერას სწორედ ახალი ონლაინმაღაზიის www.shop.entrepreneur.ge-ის საშუალებით გააგრძელებს.

„ახალი ონლაინმაღაზიის ჩაშვებით ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ანტრეპრენერულ სულისკვეთებას საქართველოში და ბევრად მეტ ადამიანს გავუჩენთ მოტივაციას, დაიწყონ და განავითარონ საკუთარი საქმე, საკუთარი ბიზნესი. Entrepreneur Shop ქართველ ანტრეპრენერებს არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვის გაზრდაში, არამედ ბიზნესის პოპულარიზაციასა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. ამისათვის ჩვენ ხელთ არსებულ ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ“, - განაცხადა ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა გიორგი შარაშიძემ.

Entrepreneur Shop ერთ სივრცეში გააერთიანებს განსხვავებული კატეგორიების პროდუქციასა და მომსახურებას, ქართული ბრენდების სპეციალურ შეთავაზებებს – ყველაფერს, რაც ქართულია, რაც საუკეთესოა, რაც ანტრეპრენერული სულისკვეთებითაა შექმნილი.

ონლაინმაღაზია უკვე აერთიანებს 25-მდე ქართული ბრენდის 200-მდე პროდუქტს, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად უფრო და უფრო გაიზრდება.

Entrepreneur მოუწოდებს ყველა ქართულ ბრენდს, რომელიც მიაჩნია, რომ ქმნის საინტერესო და გამორჩეულ პროდუქტს, შემოგვიერთდეს ახალ პლატფორმაზე – www.shop.entrepreneur.ge, გაზარდოს საკუთარი ბრენდის ცნობადობა და მიიღოს დამატებითი შემოსავალი პროდუქციის რეალიზაციიდან.