მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

En.uka - მეგობრების მიერ პანდემიის დროს შექმნილი ხელნაკეთი ნივთების ბრენდი და მისი გეგმები

60731ad143148
მარიამ იზორია
11.04.21 21:30
1856
პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილი ორი მეგობრის მიერ დაფუძნებულმა ხელნაკეთი ნივთების ბრენდმა En.uka-მ უკვე 100-მდე ნივთის გაყიდვა შეძლო.

En.uka ინტერიერის გასაფორმებელ ხელნაკეთ თიხის ნივთებს აწარმოებს, როგორიცაა სასანთლე, სანათი და სხვა. პირველი ნაწარმი გაყიდვაში 28 თებერვალს ჩაეშვა. როგორც დამფუძნებელი საბა ენუქიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, ბრენდმა თავიდანვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. სტარტაპის დამფუძნებლებს საწყისი ფულადი ინვესტიცია არ გააჩნდათ და პირველი რვა ნივთი სახლში მოძიებული მასალით შექმნეს.

„პირველივე დღეს რვა ნივთიდან ოთხი გავყიდეთ, დღეს უკვე 100-ზე მეტი ნივთი გვაქვს გაყიდული, ორი თვის მანძილზე ჩვენი გამომუშავებული თანხა 1 000 ლარს აცდა, რაც, ვფიქრობთ, დასაწყისისთვის ძალიან კარგია“, - ამბობს საბა ენუქიძე.

ბრენდის დამფუძნებლები ნედლეულს ადგილობრივ მცირე მეწარმეებისგან ყიდულობენ. En.uka-ს მომხმარებლები  როგორც კერძო პირები, ასევე კომპანიები არიან, რომლებსაც ინტერიერში დეტალის შეტანა სურთ.

En.uka-ს თითოეული ნივთი მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, ეს დიზაინის სირთულეზეა დამოკიდებული, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, ისინი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებასცდილობენ  .

სტარტაპი მომავალში სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობას, ასორტიმენტის გაფართოებასა და გამოფენებში მონაწილეობას გეგმავს.