მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 4 500-დან 5 000-მდე მედპერსონალი დაინფიცირდა - თამარ გაბუნია

5fc0cc8b0497d
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.20 15:15
779
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა 4 500-დან 5 000-მდე შუალედში მერყეობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მედპერსონალი ხშირ შემთხვევაში არა - სამუშაო გარემოში, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებში ინფიცირდება.

„ზუსტად რამდენი ექიმია ინფიცირებული ამასთან დაკავშირებით მიდის დამატებითი კვლევა. მე შემიძლია გითხრათ, რამდენია სამედიცინო პერსონალი - ინფიცირებულთა რიცხვი 4 500-დან 5 000-მდე შუალედშია. აქ ვგულისხმობ ყველას, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. რაც შეეხება იმას, თუ რამ გამოიწვია მათი ინფიცირება - ეს მოხდა სამუშაო გარემოში თუ საყოფაცხოვრებო პირობებში... უფრო ხშირად, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალი საყოფაცხოვრებო პირობებში ინფიცირდება. ამ ყველაფერზე იგეგმება ჩაღრმავებული კვლევა და როგორც კი გვექნება, გაგიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.