მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ - გამყრელიძე

6214afdaa4cb1
ინგა მურუსიძე
22.02.22 13:50
655
"ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიკვდილიანობის საშუალო პროცენტი იანვარ-თებერვალში შემცირდა, ისევე როგორც კორონავირუსის გავრცელების სხვა შეფასების კრიტერიუმები.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ნელი ტემპით, მაგრამ მიდის დამშვიდებისკენ. „ომიკრონის“ პიკი გადავიარეთ და ციფრებიც ამაზე მეტყველებს. დღეს გვაქვს 12 ათასი ახალი შემთხვევა, რაც წინა სამშაბათთან შედარებით, დაახლოებით, 2 000-ით ნაკლებია. პიკი გვქონდა 1-ელ თებერვალს, ხოლო შემდეგ ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მცირდება.

დამაიმედებელია რეპროდუქციის ინდექსის შემცირება. ეპიდსიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ, მაგრამ ეს სწორხაზოვანი იქნება თუ გვექნება ე.წ. პიკები ამ პერიოდში, ეს ჯერ არ ვიცით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ეს იყოს სწორხაზოვანი ქვესვლა. ამისთვის კი საჭიროა, პირბადის ტარება და ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.