დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს კოვიდსაწინააღმდეგო რეგულაციების აღსრულების მკაცრი მონიტორინგის წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მოსახლეობა თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ იცავს.
„სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება. უკვე ჩვენ თითქმის არც ერთ რეკომენდაციას აღარ ვიცავთ და ეს ძალიან ცუდია. იმართება უზარმაზარი თავყრილობები. ახლაც ჩამიყარეს სხვადასხვა ტიპის თავყრილობის ბევრი სურათი, იქნება ეს სამხიარულო თუ ჭირის სუფრები, თუ დიდი მუსიკალური დღესასწაულები, სადაც სამწუხაროდ, არც პირბადის ტარება, არც დისტანცია არ არის დაცული. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ ინფიცირების შემთხვევები გაიზარდოს ქვეყანაში და მისი შეკავება უკვე რთული გახდეს, თუ რაღაც სხვა ღონისძიებები არ იქნა გატარებული.
სწორედ ახლა სხდომა იყო მინისტრთან ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ალბათ ორშაბათ-სამშაბათს გაანალიზდება ბოლო ორი კვირის ეპიდსიტუაცია და საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წარდგება სხვადასხვა წინადადებით. პირველ რიგში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ რეგულაციების აღსრულებაზე, რაც არსებობს – დახურულ სივრცეში უნდა ვატაროთ პირბადე, ღია სივრცეში, როცა ბევრი ადამიანი იკრიბება, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება, დავიცვათ დისტანცია, დავიცვათ სანიტარული წესები და რაც მთავარია, ახლა ვაქცინების საკმაო რაოდენობაა ქვეყანაში და აქტიურად უნდა მივმართოთ ვაქცინაციის პუნქტებს. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით სწრაფად დამთავრდება ეპიდემია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ