მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების მაჩვენებლები გვაქვს - ამირან გამყრელიძე

62110af5b1409
ინგა მურუსიძე
19.02.22 19:20
1349
ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების მაჩვენებლები გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ყველა ინდიკატორი, რომელიც ვირუსის მაჩვენებლებს აღწერს, შემცირებულია.

„ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი, მათ შორის რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი, ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს ინფიცირების 13 200-მდე ახალი შემთხვევა იყო, გასული კვირის ანალოგიურ დღესთან შედარებით საკმაო კლებაა, ეს ყველაფერი კი ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს. დარწმუნებული ვარ, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

როგორც ჩანს, ტესტირების პუნქტებისადმი მიმართვიანობამაც იკლო. მოკლედ რომ ვთქვათ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების მაჩვენებლები გვაქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება ეს ტენდენცია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.