მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეპიდვითარება მიგვითითებს, რომ შეზღუდვებზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ - ტიკარაძე

60f039eb64e2d
ინგა მურუსიძე
15.07.21 17:36
2217
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს არსებული ინფიცირების მაჩვენებელი მიუთითებს, რომ შეზღუდვების მსჯელობაზე საუბარი უნდა დაიწყოს. აღნიშნულ საკითხზე მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.

„დღეისთვის ინფექციის შემთხვევების გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრულ დაწესებასთან მიმართებაში, რათა ჩვენ არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ის, რომ ქვეყანამ რეგულაციების შემსუბუქება იჩქარა, დაადასტურა ეკატერინე ტიკარაძის მოადგილემ დღეს პარლამენტში გაკეთებული განცხადებით. თამარ გაბუნიამ თქვა, რომ მსჯელობა უნდა დაიწყოს გარკვეულ შეზღუდვებზე.

"რეგულაციების შემსუბუქების ძალიან სწრაფი ტემპი გვქონდა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, მაგრამ ჯანდაცვის კუთხით ბევრად საიმედო იქნებოდა ნელი ტემპი რეგულაციების შემსუბუქების, თუმცა ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, 1300 შემთხვევაა დღეში, უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა არააუცილებელი გართობის ღონისძიებების, ბავშვთა ბანაკების შეზღუდვაზე. მაგრამ ერთია რეგულაცია და მეორე მისი აღსრულება.

ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ნაკლები ეფექტი გვქონოდა, თუ რეგულაციებს შევამცირებდით ეტაპობრივად, მეტი ინტერვალებით, მაგრამ ახლა, როცა ამ პირობებში ვართ დღეს, ვაქცინაციის პროგრამასთან ერთად ჩვენი ბერკეტი არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და რა თქმა უნდა, არასაჭირო ღონისძიებების და თავყრილობების აკრძალვა. ჩვენს შემთხვევაში არის ის, რომ აკრძალულია დიდი თავშეყრა, თუმცა ეს ირღვევა და ასეთი ფაქტები აქვს როგორც შრომის ინსპექციას, ასევე შს სამინისტროს. გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიგვეცა ალბათ საზოგადოებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებით, თუნდაც ღამის საათებში, მაგრამ მომდევნო ორი თვე ალბათ დიდი სიფრთხილე გვმართებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად არ გავრცელდეს პანდემია შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.