15.იანვარი .2020 17:30

EPRC - საქართველოში ერთ მოსახლეზე ევროპასთან შედარებით ორჯერ მეტი ექიმი მოდის

views 1060
უკან

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია როგორც - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ასევე პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ და განხილულია ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებულთა ადამიანური რესურსების მაჩვენებლები. 

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში საშუალო ევროპულ ქვეყანასთან შედარებით ექიმების რაოდენობის მკვეთრად გამოხატული სიჭარბეა. ექთნების რაოდენობის მხრივ კი, მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამასთანავე, ანგარიში აჩვენებს, რომ ექიმების სიჭარბესთან ერთად, გარკვეული მიმართულებებით დეფიციტიც შეიმჩნევა. 

"ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში - ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საქართველო სრულ ასიმეტრიაში მოდის ევროპის რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, რადგან: თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ყავს საქართველოს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, ანუ დაახლოებით 10,000 ექიმით მეტი, თითქმის ორჯერ ნაკლები ექთანი (საშუალო სამედიცინო პერსონალი), ანუ დაახლოებით 12,500-ით ნაკლები. ეს დისბალანსი კიდევ იმით მწვავდება, რომ არის საექიმო სპეციალობები, სადაც საქართველოს ექიმი არასაკმარისი რაოდენობით ჰყავს. მაგალითად: ფსიქიატარია, ფთიზიატრიაპულმონოლგია და ასე შემდეგ", - ნათქვამია ჯანდაცვის რეფორმის მიმოხილვაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა