მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

5dfcb08fadca8
ინგა მურუსიძე
20.12.19 15:30
2467
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1 წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება", - წერს ასათიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს ახალგორში დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევას ედავება.