მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმები მთელი საზოგადოებისთვის მაგალითს უნდა ვიძლეოდეთ - #აიცერით - გუგა ქაშიბაძე

6086bec8bdd3c
ინგა მურუსიძე
27.04.21 09:00
922
ექიმები მთელი საზოგადოებისთვის მაგალითს უნდა ვიძლეოდეთ და მადლობა მას, ვინც ამას აკეთებს, - ამ სიტყვებით მიმართავს კოლეგებს და საზოგადოებას ექიმი, დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

ის ერთვება FORBES HEALTH-ის კამპანიაში #აიცერი და ამბობს, რომ სასურველია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რამდენჯერმე მომიწია კოვიდ-კლინიკაში და კოვიდ-რეანიმაციაში ყოფნა, ნანახი მაქვს პაციენტების თვალები, პერსონალის თვალები, ის სიტუაცია, რაც იქ იყო. ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.

ნანახი მაქვს დედაჩემის თვალები, რომელიც 3 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში იყო და არ სჯეროდა, რომ მე ვიყავი შესული, რადგან ნიღბით და აღჭურვილობით შევედი მასთან.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუნიტეტის გამომუშავების შემდეგ პაციენტებისთვის უსაფრთხო ვიქნები, ისე როგორც ჩემი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა 1-2 ადამიანის აცრა დიდი შვების მომცემი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ქვეყანა აიცრას.

ექიმები მთელი საზოგადოებისთვის მაგალითს უნდა ვიძლეოდეთ და მადლობა მას, ვინც ამას აკეთებს. მე პირადად „ასტრაზენეკათი“ ვარ ვაქცინირებული, ჩემი მეუღლე ჩაწერილია და ელოდება „ფაიზერს“, ალბათ ჩემს შვილს მოუწევს ჩინური ვაქცინა. აქ არის სასურველი, რომ რაც შეიძლება მეტი ავიცრათ, რათა უფრო ნაკლებად საშიში გახდეს ვირუსი ჩვენი ორგანიზმისთვის. ასე რომ, აიცერით“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ცნობისთვის: BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.