"ავერსის კლინიკის" დირექტორი პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულებას უმეტესწილად დადებითად აფასებს, თუმცა არის საკითხები, რაზეც გულის ტკივილს გამოთქვამს.
როგორც დიმიტრი ჯორბენაძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა, ექიმებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, იწერებოდა, რომ გმირები იყვნენ, თუმცა შემდეგ ეს გმირობა კანონდარღვევად შეფასდა.
„სახელმწიფოს მხრიდან დამოკიდებულება უმეტესად დადებითად შეიძლება შევაფასოთ, თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, რაზეც შეიძლება გარკვეული გულის ტკივილი გვქონდეს იგივე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან (ჯანდაცვის უწყება, შრომის ინსპექცია) რაღაც საკითხების არ გათვალისწინებაზე. გახსოვთ, რომ ექიმებზე სოციალური ქსელებით, ტელევიზიით იწერებოდა, რომ ისინი გმირები არიან, რადგან 24 - 48 საათი განუწყვეტლივ მუშაობდნენ, მაგრამ ეს გმირობა მეორეს მხრივ შეფასდა, როგორც შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
არავინ ითვალისწინებს, რომ პანდემიის დროს ისედაც კადრების სიმცირე იყო და მეორე მხრივ გარკვეული პერიოდი ძალიან ბევრი ავადობა იყო თავად მედპერსონალში და შეუძლებელი იყო მათი ჩანაცვლება. მედპერსონალი ამას გაგებით ხვდებოდა და იცოდა, რომ პაციენტს ვერ დატოვებდა. როდესაც მაკონტროლებელი შემოვა, კარგი იქნება ეს გაითვალისწინოს, რადგან ჩვენ ხომ ამას იმისთვის არ ვაკეთებდით, რომ ასე გვინდოდა. ასეთი მდგომარეობა შეიქმნა და სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ცხადია ზოგადად მარეგულირებელი უნდა შევიდეს, რადგან ეს რეგულირებადი სფეროა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული, რატომ მოხდა ასე და ეს რას ემსახურებოდა", - განაცხადა დიმიტრი ჯორბენაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება