მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ აიცრათ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა - გამყრელიძე

610bc02850ebd
ინგა მურუსიძე
05.08.21 14:43
1737
ექიმების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ არ აიცრათ, ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევაა, - ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზოგიერთი ექიმის პოზიციას, რომლებიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აიცრან.

„ექიმების კატეგორია არის, რომელიც ამბობს, რომ არ აიცრათ, ეს არის ჩვენი ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა. ეს არის ჰიპოკრატეს ფიცის დარღვევა, რადგან როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს, ძალიან მაღალი პროცენტით იცავს და პრევენციას უკეთებს მის დამძიმებას, და ეუბნები არ აიცრან, ეს არის ეთიკური კოდექსის დარღვევა და ჩემი კოლეგები ამას არ უნდა აკეთებდნენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას ყველა ექიმი სწავლობს, რომ აცრა სამედიცინო სფეროში სამ მნიშვნელოვან აღმოჩენას შორის ერთ-ერთია.