მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების შემთხვევაში ვაქცინაციის მაჩვენებელი თითქმის 80%-ს აღწევს - გაბუნია

61839c2745385
BM.GE
04.11.21 12:45
411
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 80% აცრილია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, უნდა იყოს თუ არა სამედიცინო პერსონალისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო.

“მედიკოსების ვაქცინაციის მაჩვენებელი ექიმების შემთხვევაში თითქმის 80%-ს აღწევს. მედიკოსებთან გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. რა თქმა უნდა, მოთხოვნა და ეპიდუსაფრთხო გარემო ისევე ეხება მედიკოსს, როგორც ეხება მასწავლებელს, პოლიციას და ნებისმიერ სხვა ჯგუფს,”-აცხადებს გაბუნია.

მისი თქმითვე, რთულია ახლა იმის თქმა, ვაქცინაციის ირიბი იძულებითი მექანიზმი, როგორიც არის ე.წ მწვანე პასპორტი გაზრდის თუ არა აცრილთა რიცხვს.

“ამ შემთხვევაში ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მომართვიანობა გაიზარდოს. ეს იქნება დადებითი სტიმული, თუ გარკვეულწილად არაპირდაპირი მარეგულირებელი ბერკეტის გამოყენებით რა თქმა უნდა, ორივე მექანიზმი მიმართული იქნება იქითკენ, რომ ვაქცინაციის პროგრამაში მოსახლეობის მომართვიანობა გაიზრდოს. ვსაუბრობთ მწვანე საშვის, მწვანე პასპორტის მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულწილად ეპიდუსაფრთხოებაზე დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის ვაქცინაციაზე მოთხოვნას. ეს რამდენად იქნება სტიმული დადებითი ვაქცინაციის ქცევისთვის, რთული სათქმელია,”-აცხადებს გაბუნია.