მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმების ვარაუდით, შესაძლოა, აშშ-ში 100,000-დან 200,000-მდე ადამიანი დაიღუპოს - ტრამპი

5e84542af12af
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.20 13:03
903
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მომდევნო 30 დღის განმავლობაში მთავრობის მიერ შემუშავებული წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აშშ-ში მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, კორონავირუსით 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. ამის შესახებ CNN-ი წერს.

"სულ ვეკითხები ექიმებს, რა მოხდებოდა, რომ არ დაგვეწესებინა მკაცრი წესები… ამ შემთხვევაში ყველაზე მცირე 1,6 მილიონი ამერიკელი დაიღუპებოდა, მაგრამ შეიძლება დაღუპულიყო 2,2 მილიონზე მეტიც კი. ადამიანები დაიღუპებოდნენ ყველგან, თვითმფრინავებში, სასტუმროებში“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია, როდესაც ექიმები ვარაუდობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, შესაძლოა, 100,000-დან 200,000-მდე ადამიანი დაიღუპოს.

ტრამპის თქმითვე, მომდევნო ორი კვირა ძალიან მტკივნეული იქნება. მან მოუწოდა მოქალაქეებს, მზად იყვნენ რთული დღეებისთვის. ტრამპმა კორონავირუსს „უხილავი მტერი“ უწოდა.

„ბევრი მეგობარი და ბიზნესმენი მეუბნებოდა, მოდი არაფერი გავაკეთოთო. ჩათვალე, რომ ეს უბრალო გრიპიაო, მაგრამ ეს არ არის გრიპი. თავდაპირველად ბრიტანეთშიც უნდოდათ ამ დაავადების მიშვება, ამ კონცეფციას განიხილავდნენ, თუმცა, შემდეგ ისინიც მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლებოდა და ეს იქნებოდა კატასტროფა. ახლა ბორისიც (ჯონსონი) ინფიცირებულია. იმედია, ის კარგად იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.