მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმებში სავალდებულო ვაქცინაციით, ზოგიერთი ქვეყანა პერსონალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა - გაბუნია

61a60630761e8
ინგა მურუსიძე
30.11.21 15:21
1041
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა, რომელმაც სამედიცინო სფეროში ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, ძალიან მალე პერსონალის დეფიციტის წინაშე დადგა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულად რჩება ისეთი მაღალი რისკის პროფესიები, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი. აქ ისევ პოზიტიურ წახალისებაზე ვართ აწყობილი და გაჩნდა ასევე „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია.

კარგია, რომ რამდენიმე კლინიკამ 80%-ზე მეტი თანამშრომელი აცრა. ძალიან რთულია ვალდებულებაზე საუბარი, რადგან ძალიან ბევრი კლინიკა, რომელმაც ვალდებულების მიდგომა გამოიყენა, ძალიან მალე ნახა, რომ უკვე პერსონალის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა. ამიტომ რისკები და სარგებელი კარგად უნდა გავიაზროთ. ამიტომ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პოზიტიურ ნაბიჯებზე დაყრდნიბილი კამპანია გავაგრძელოთ“, - განაცხადა გაბუნიამ რუსთავი 2-თან.