მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექიმი - 14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

5e7c5da16fd80
ინგა მურუსიძე
26.03.20 11:51
879
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი 14 დღის ჩვილის მდგომარეობა დინამიკაში უმჯობესდება. როგორც საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმმა განაცხადა, ჩვილის დედა თავს კარგად გრძნობს.

"14 დღის ჩვილის მდგომარეობა უკეთესია. შემოსვლისას კრიტიკულად მძიმე იყო, მაგრამ დინამიკა დადებითია და ამჟამად საშუალო სიმძიმედ ითვლება. ბაბუა რეკავს ამ ბავშვთან დაკავშირებით და მან გვითხრა, რომ დედის მდგომარეობა უკეთესია და ტემპერატურა აღარ აქვს", - განაცხადა ჩვილის მკურნალმა ექიმმა.