07.თებერვალი .2020 09:02

ექიმი, რომელმაც კორონავირუსის შესახებ განგაში ატეხა, ამ ვირუსით გარდაიცვალა

views 202
უკან

34 წლის ჩინელი ექიმი ლი ვანლინი, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში კორონავირუსის შესახებ, გარდაიცვალა. ინფომრაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალგაზრდა ექიმმა, რომელიც უხანის ერთ-ერთ კილინიკაში მუშაობდა, 30 დეკებერს კოლეგების გაფრთხილება სცადა მომაკვდინებელ ვირუსთან დაკავშირებით და მათ პირბადეების ტარება ურჩია, მაგრამ 4 დღის შემდეგ ის საჯარო უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით პოლიციამ მას ბოდიში მოუხადა.

10 იანვარს, თავად ექიმს დაეწყო კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა მშრალი ხველა და მაღალი სიცხე. 2 დღის შემდეგ ლი ჰოსპიტალიზირებულ იქნა და 30 იანვარს კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ბოლო მონაცმებით ასეთია:

იაპონია: 45 შემთხვევა;
ასტრალია: 14 შემთხვევა;
ტაივანი: 11 შემთხვევა;
კანადა: 5 შემთხვევა;
იტალია: 2 შემთხვევა;
ნეაპოლი: 1 შემთხვევა;
ბელგია: 1 შემთხვევა;
სინგაპური: 28 შემთხვევა;
აშშ: 12 შემთხვევა;
ვიეტნამი: 10 შემთხვევა;
ინდოეთი: 3 შემთხვევა;
რუსეთი: 2 შემთხვევა;
შრილანკა: 1 შემთხვევა;
ტაილანდი: 25 შემთხვევა;
გერმანია: 12 შემთხვევა;
საფრანგეთი: 6 შემთხვევა;
ფილიპინები: 3 შემთხვევა;
კამბოჯა: 1 შემთხვევა;
ესპანეთი: 1 შემთხვევა;
სამხრეთ კორეა: 23 შემთხვევა;
მალაიზია:12 შემთხვევა;
ემირატები: 5 შემთხვევა;
ბრიტანეთი: 3 შემთხვევა;
ფინეთი: 1 შემთხვევა;
შვედეთი: 1 შემთხვევა