ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც იგი მადლობას უხდის ყველას. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ბატონებო - ქალბატონებო,
ჩემთვის ძალიან ემოციურია, ვუყურებდე იმ ერთიანობას და ძალისხმევას, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიჩინა ჩემი გათავისუფლებისთვის. ასეთმა ერთობამ, ჩემი ამბების გულთან ასე ახლოს მიტანამ განაპირობა ის, რომ დღეს მე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს.
გათავისუფლების დღიდან მივიღე უზომოდ დიდი სითბო თითეული ადამიანისგან, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და დამანახა ერთად დგომის მნიშვნელობა.
მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, მათ შორის და არამხოლოდ:
საქართველოს პრეზიდენტ,საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს სახალხო დამცველს და მასთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებს, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ექიმთა საზოგადოებას, სპორტსმენებს, ჭიდაობის ფედერაციას, ოს მოჭიდავეებს, ქართულ დიასპორას უცხოეთში, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მედიის წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშა ჯგუფს, საკომუნიკაციო სააგენტოებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს და უბრალოდ ჩემს გულშემატკივარ ადამიანებს.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ დამდგარი შედეგი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ერთიანობა მართლაც დიდი ძალაა ცვლილების განსახორციელებლად.
სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო შედეგის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდეს პრობლემად რჩება და დაბრკოლებებს უქმნის ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ცხოვრობენ.
იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა შევძლოთ, ყველანაირი მსგავსი გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რომელიც ჩემს შემთხვევაში 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! მჯერა ეს დღეც მალე დადგება.
პატივისცემით,
ვაჟა გაფრინდაშვილი“, - ნათქვამია წერილში.
48-დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა