მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექმნებათ თუ არა ბანკებს სესხების გადავადებით ლიკვიდობის პრობლემა? – ბუცხრიკიძის პასუხი

5ecbd4bd4308b
ელენე გოგბერაშვილი
25.05.20 23:40
1651
“ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის შეთანხმება, რომელიც გაჟღერდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდება პროცენტის კაპიტალიზაცია. ზუსტად იგივე პირობებით მოხდება 3 თვით გაგრძელება, როგორც იყო პირველი 3 თვის განმავლობაში“, - ასე უპასუხა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ Bm.ge-ის კითხვას, რომელიც მსესხებლებისთვის საბანკო ვალდებულებების მორიგ გადავადებას ეხებოდა.

როგორც ცნობილია, სასესხო ვალდებულებები იმ ადამიანებს, რომელთაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, კიდევ სამი თვით გადაუვადდათ.

კითხვაზე - ხომ არ შეუქმნის მსესხებლებისთვის შეღავათების გახანგრძლივება საბანკო სექტორს ლიკვიდობის პრობლემას, ბუცხრიკიძემ შემდეგი პასუხი გაგვცა:

„თიბისი" და ზოგადად, საბანკო სექტორი არის საკმაოდ ლიკვიდური. კონკრეტულად ჩვენი ბანკის შემთხვევაში, დღეს გამოწვევაა არა - ლიკვიდობა, არამედ კარგი, საინტერესო პროექტების მოძიება, რომ ჩვენ ეს თანხები განვათავსოთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, ბოლო 2 თვის მანძილზე, ჩვენ 150 მლნ დოლარზე მეტი მოვიზიდეთ. პროექტები გვაქვს დაახლოებით 450 მლნ დოლარის, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ვფიქრობ, წლის ბოლომდე თანხები ავითვისოთ“, -აცხადებს ბუცხრიკიძე.