მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექნება თუ არა თურქეთისა და სირიის დაპირისპირებას გავლენა საქართველოზე?

5d9f5a33439bf
BM.GE
11.10.19 10:10
1760

“არამგონია თურქეთსა და სიარიას შორის არსებულმა დაპირისპირებამა ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს”-ამის შესახებ განცხადება "საქმის კურსთან" ევროპის საბჭოს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა კოსოვოში ზურაბ კაჭკაჭიშვილმა გააკეთა.

თუმცა მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება, ეს არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკას, არამედ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზეც იქონიებს გავლენას. ერთ-ერთი ასეთი კი ნავთობის ფასები იქნება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების დასახლებებზე იერიშები გუშინ დილიდან მიიტანა. სამხედრო შეტევის შედეგად 15-მდე ადამიანი დაიღუპა. როგორც ოფიციალური ანკარა განმარტავს, მათი მიზანი რეგიონიდან ქურთი მებრძოლების განდევნა და უსაფრთხო ზონის შექმნაა.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მეზობელი თურქეთი, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო შეტევას არ შეაჩერებს, მას აშშ-სგან მწვავე სანქციები ემუქრება.


რესპუბლიკელებმა ლინდსი გრეჰმა და დემოკრატმა კრის ვან ჰოლენმა სანქციების ახალი პაკეტი უკვე მოამზადეს. შეზღუდვები, შეერთებულ შტატებში თურქეთის ხელმძღვანელობის აქტივების გაყინვას ისახავს მიზნად.


ამავდროულად, სანქციები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, ვიცე-პრეზიდენტს და თავდაცვის მინისტრსაც შეეხება. ამასთან, გამკაცრდება სავიზო რეჟიმი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის.

თურქეთის პრეზიდენტი სირიაში განხორციელებული სამხედრო იერიშების შემდეგ, საერთაშორისო კრიტიკას გუშინვე გამოეხმაურა.

რეჯეპ ტაეპ ერდოღანი ევროპულ სახელმწიფოებს საზღვრების გახსნითა და 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილის გაშვებით ემუქრება.

"ჰეი, ევროპა გაიღვიძე, კიდევ ერთხელ გეტყვით: თქვენ თუ ჩვენს ოპერაციას შეჭრად აფასებთ, ჩვენი დავალება მარტივი იქნება, კარებს გავხსნით და 3,6 მილიონი ადამიანი თქვენკენ წამოვა’’ ,- განაცხადა ერდოღანმა ანკარაში.
როგორც ერდოღანი ამბობს, თურქეთის ჯარებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ოპერაციის ფარგლებში 109 ქურთი ტერორისტი გაანადგურა.