30.ნოემბერი .2021 13:50

ექნებათ თუ არა "მწვანე სტატუსი" პირებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს, თუმცა ტესტი არ ჩაუტარებიათ?

ექნებათ თუ არა "მწვანე სტატუსი" პირებს, რომლებმაც Covid-19 გადაიტანეს, თუმცა ტესტი არ ჩაუტარებიათ?
views 684
უკან

1-ლი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მწვანე სტატუსი მიენიჭება ყველას, ვინც ორჯერადად აიცრა, კოვიდი გადაიტანა ნებისმიერ დროს ან წარადგენს PCR-ტესტი ან ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

აღსანიშნავია ისიც, რომ არიან მოქალაქეები, რომლებსაც ტესტი არ აუღიათ მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახში სხვა წევრებს ვირუსი ჰქონდათ და არც ოჯახის ექიმმა და არც მან ჩათვალეს , რომ ტესტით ვირუსის დადასტურება საჭირო იყო. მთავრობა
მსჯელობდა, თუ როგორ უნდა მოხვედრილიყვნენ ეს ადამიანები „მწვანე სტატუსის“ მქონეთა ბაზაში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ „მათ აუცილებლად მოუწევთ აცრის ჩატარება და ეს იქნება გამოსავალი.

"ანტისხეულების ან რაიმე სხვა ანალიზის საფუძველზე პირი მწვანე სტატუსს ვერ მიიღებს. თუ არ არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემათხვევა ასახული ჩვენთან, ან პირს არ ჰქონდა კომუნიკაცია სამედიცინო სფეროსთან, სტატუსი ვერ ექნება“- ამბობს გაბუნია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა