მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექს-საგარეო საქმეთა მინისტრი: ერთადერთი სწორი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია

6034b4785bfb2
BM.GE
23.02.21 11:55
1474
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ/პაპუნა ჯანელიძე, რომელიც თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იკავებდა, Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ერთადერთი სწორი გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია.

"ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები!

ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა ყველა კარგად ვხედავთ," - წერს მიხეილ ჯანელიძე. 

ჯანელიძე პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 21 ივნისამდე იკავებდა.

ინფორმაციისთვის: ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ.