მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსკლუზიური ელექტრომობილები "ავტო გალერის“ შოურუმში (R)

62a05ff423d05
BM.GE
08.06.22 13:35
1121
მსოფლიო ავტოინდუსტრიისთვის 2021 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ელექტრომობილების გაყიდვებში, 98%-იანი წლიური ზრდით. მსოფლიო ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე მოთხოვნა აქაც საკმაოდ დიდია.

გაზრდილ მოთხოვნაზე მეტყველებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ავტო გალერის“ შოურუმში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა.



ალბათ ქუჩაში უკვე შეგიმჩნევიათ პატარა, მოსახერხებელი და გამორჩეული ელექტრო Citroen Ami, რომელიც სწორედ „ავტო გალერიმ“ ჩამოიყვანა კომპანია „ქარისთვის“. პირველ ტრანშს კიდევ 24 ახალი ელექტრომობილი დაემატა, აგვისტოს ბოლომდე კი ავტოპარკი 70 ერთეულამდე შეივსება. 

No description available.

„ავტო გალერი“, სიტროენის გარდა, ექსკლუზიურად სხვა გიგანტ ბრენდებთანაც თანამშრომლობს. სანდოობასთან და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვასთან ერთად, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია. „ავტო გალერი“ ელექტრომობილების იმპორტით მსოფლიო გამოწვევებს პასუხობს.

გიორგი კობახიძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: „სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ჩვენი მომხმარებლებისთვის ეკომეგობრულ და ეკოლოგიურ მოდელებს შოურუმში ყოველკვირეულად ვაახლებთ. ვცდილობთ, ვუპასუხოთ მსოფლიო გამოწვევას და „ავტო გალერის“ გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად საქართველოში ექსკლუზიური ელექტრომობილები ჩამოგვყავს. თანამედროვე ტრანსპორტით მომხმარებელს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში ვეხმარებით, რასაც ყოველდღიური საცობები, საპარკინგე ადგილების სიმწირე, გაზრდილი საწვავისა თუ ცხოვრების ხარჯები, ავტომობილის სისტემატური ტექნიკური მომსახურება უქმნის“.

No description available.

„ავტო გალერის“ შოურუმში ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი Polestar 2, Volkswagen -ID 4 და 7-ადგილიანი Volkswagen ID 6. გარდა ამ ელექტრომობილებისა, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს სასურველი ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის ჩამოყვანასაც კომპანია უზრუნველყოფს.

შოურუმში წარმოდგენილი ექსკლუზიური მოდელი, Volkswagen ID 6, საუკეთესო, ჯანსაღი და მოსახერხებელი გამოსავალია დიდი ოჯახისთვის მოკლე და გრძელ მარშრუტებზე გადასაადგილებლად.

Volkswagen ID4 „ავტოგალერის“ გაყიდვების ლიდერია. მისი ეკონომიურობა მომხმარებელს უყურადღებოდ არ დარჩენია. ამ გამორჩეული დიზაინის მქონე ელექტრომობილით, თბილისიდან მცხეთაში ჩასვლასა და ჩამოსვლას მხოლოდ 3 ლარის ელექტროენერგიის მოხმარებით შეძლებთ.

სპორტული მოდელი Polestar 2 უფრო მეტად სისწრაფის მოყვარულებისთვისაა შექმნილი. მას აჩქარება 4.6 წამში შეუძლია, ხოლო ერთიდამუხტვით 450 კილომეტრს გადის.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ავტოგალერის“ შოურუმში ავტომობილის შეძენისას, მომხმარებელი 2-წლიანი გარანტიითაც სარგებლობს.

ნაკლები გამონაბოლქვი ჰაერში, ნაკლები ხარჯი საწვავზე, ნაკლები დროის ხარჯვა რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებაზე - ამ უპირატესობების გარდა, ელექტრომობილები ნაკლებად ხმაურიანია და უფრო კომფორტული დაძვრისა და აქსელერაციის საშუალებას იძლევა.

„ავტო გალერი“ (Auto Gallery) „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.