08.სექტემბერი .2020 14:40

ექსპერტები: კორონავირუსი საკვებით არ გადადის

views 466
უკან

სურსათის მიკრობიოლოგიური სპეციფიკაციების საერთაშორისო კომისიის (ICMSF) ექსპერტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის გავრცელება საკვებით ნაკლებ სავარაუდოა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„დღემდე არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კორონავირუსი შესაძლოა საკვებით ან საკვების შეფუთვით გადადიოდეს. ასე რომ, საკვების არცერთი ნაირსახეობა არ განიხილება რისკ ჯგუფად“, - განაცხადა ორგანიზაციამ ოფიციალურ განცხადებაში.

ორგნიზაციის განცხადებით, თეორიულად შეიძლება არსებობს საფრთხე, რომ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირებული საკვების მიღების შედეგად დაავადდეს, მაგრამ ეს აქამდე არ მომხდარა, მაგრამ მიუხედავად მტკიცებულების არარსებობისა, კვების ობიექტებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან ჰიგიენური ნორმები.