მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპერტების მოსაზრებით, WHO თამბაქოს ჩანაცვლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას აფერხებს

5ed50b4cc0858
BM.GE
01.06.20 18:16
1282
მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ყოველწლიური კამპანია, რომელიც მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირებისკენ არის მიმართული. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის დამოუკიდებელი ექსპერტები გამოეხმაურნენ და ისინი საკუთარ განცხადებებში ჯანმოს პოლიტიკასა და თამბაქოსთან ბრძოლის მეთოდებს აკრიტიკებენ.

დამოუკიდებელი ექპსერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციამ დაივიწყა თავდაპირველი მისია - შეექმნა გარემო, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას ჯანმრთელობის უმაღლესი დონით უზრუნველყოფდა. მათ შორის ჯანმრთელობის უმაღლეს დონეს შესთავაზებდა იმ 1 მილიარდ მწეველს, რომლებიც თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაცია ამ გამოწვევებთან ბრძოლას არაეფექტურად და უშედეგოდ აწარმოებს. ჯანმო არ ითვალისწინებს ინოვაციურ ალტერნატივებისა და ახალი ტექნოლოგიების დადებით ეფექტებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ჯანდაცვის სისტემებს, შეამცირონ მოწევისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ჯანმოს კვლევის პოლიტიკისა და კოოპერაციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის ტიკი პანგეტსუს განცხადებით, „ორგანიზაციის მთავარი მიზანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების ოდენობის შემცირება იყო, თუმცა, ამ მიზნის მიღწევისკენ მიმავალ გზაზე ჯანმომ დაკარგა საკუთარი მიზნის ნათელი ხევდა და შეიმუშავა ვიწრო შეხედულება, რომელმაც ის არაეფექტურ და უშედეგო პოზიციამდე მიიყვანა. პოზიციამდე, სადაც მეცნიერების ხმა ვერ აღწევს“.

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორი დევიდ აბრამსი მიიჩნევს, რომ დღეს ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი მოწყობილობები მწეველებისთვის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს.

„კვლევებით დასტურდება, რომ მოწევის ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლის შემდეგ მწეველი ადამიანები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას განიცდიან. მიუხედავად ამისა, ჯანმოს ქვეყნები ამ მოწყობილობებზე მკაცრ რეგულაციებსა და აკრძალვებს აწესებენ. ჩვენთვის გაუგებარი რჩება, რატომ უნდა აიკრძალოს ჯანმრთელობისთვის ნაკლები ზიანის მომტანი მოწევის ალტერნატივა, როდესაც ტრადიციული სიგარეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია?“, - წერს დევიდ აბრამსი.

ჯანმოს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების პროგრამა მსოფლიოში არაგადამდები დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის 1/3-ით შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა, ორგანიზაციის ქმედებები უშედეგო და არაეფექტურია.

„თუ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია არ შეცვლის საკუთარ მიდგომებს თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებთან მიმართებით, მაშინ ის ხელიდან გაუშვებს შანსს, შეამციროს თამბაქოს მოწევის შედეგად გამოწვეული კიბოს, გულისა და ფილტვების დაავადებების რიცხვი“, - წერს ახალი ზელანდიის ოკლენდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ბიგლიჰოლი.

მისივე მოსაზრების თანახმად, „მოწევის ალტერნატიულ საშუალებებზე გადასვლამ შესაძლოა დიდი ცვლილებები გამოიწვიოს და 2030 წლისთვის შეამციროს მოწევისგან გამოწვეულ დაავადებათა ოდენობა, რაც შესაძლებლობას მისცემს ორგანიზაციას, შეასრულოს დასახული გეგმა, რომლის მიღწევასაც ჯანმო დღეს სიგარეტებზე აკრძალვის დაწესებით გეგმავს“.

ექსპერტთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეთანხმება აშშ-ს ერთერთი შტატის პროკურორი, ტომ მილერი. მისი განცხადებით: „ჯანმომ დაივიწყა საკუთარი მისია - შეემცირებინა მსოფლიოში არაგადამდებ დაავადებათა რაოდენობა. ჩვენ ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს მივცემთ შესაძლებლობას, აირჩიოს ახალი, ნაკლები რისკის შემცველი თამბაქოს პროდუქტები. ამისათვის კი აუცილებელია ტრადიციული მოწევის ალტერნატიულ მოწყობილობებზე რეგულიაციების შემცირება და მათი ხელმისაწვდომობა“.
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე - იმის ნაცვლად, რომ ეს კამპანია მსოფლიოში მწეველთა რაოდენობის ეფექტურ შემცირებას ცდილობდეს, ჯანმო მათ რადიკალურ ზომებს სთავაზობს. ორგანიზაცია მწეველ მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებს: „მოწევისთვის თავის დაბებება ან სიკვდილი“, - ეს ჯანმოს მიერ შეთავაზებული უაზრო არჩევანია. თუმცა, ის არ ითვალისწინებს იმ ადამიანების მოთხოვნილებებს, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას“, - წერს პროფესორი ჯონ ბრიტონი, ნოტინგემის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ბრიტანეთის „თამბაქოსა და ალკოჰოლის კვლევის“ ცენტრის დირექტორი.

„ჯანმოს ძალისხმევა, შეამციროს თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი - უშედეგოა. თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად საჭიროა არა სიგარეტზე აკრძალვის დაწესება, არამედ ისეთი პოლიტიკის გატარება, რომელიც ზიანის შემცირებას გულისხმობს“, - მიიჩნევს პროფესორი რაჰერ შარანი.
ოტავის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ სვეარონი კი ჯანმოს ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების ოლიგოპოლიის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

„ჯანმო თამბაქოს ინდუსტრიით არის შეპყრობილი. ორგანიზაცია არ აღიარებს ალტერნატიული საშუალებების ეფექტურობას და მათ წინააღმდეგ რადიკალურ ბრძოლას აწარმოებს. ჯანმო არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ბაზარზე ახალი ალტერნატივების გამოჩენა ხელს უწყობს სიგარეტზე მოთხოვნისა და გაყიდვების კლებას. სწორედ მოწევის ალტერნატიული მოწყობილობები არის ის, რაც ჯანმრთელი მომავლის შესაქმნელად გვჭირდება. თუმცა, ამ შეხედულებას ჯანმო და მისი კერძო ინვესტორები არ იზიარებენ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მოწყობილობებზე დაწესებული აკრძალვის შედეგად, მხარს უჭერენ ბაზარზე სიგარეტის მწარმოებელი გიგანტების ოლიგოპოლიას“.