მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი 14%-ით შეგვიმცირდა, გაყიდვების 10%-იან კლებას ველით - "მარგებელი ჰოლდინგი"

5f2fbe35e096f
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.20 22:00
1635
ერთ-ერთი უმსხვილექსი ექსპორტიორი კომპანია „მარგებელი ჰოლდინგი“ პანდემიიდან გამომდინარე წლიური გაყიდვების 10%-ით შემცირებას ელის - ასეთ პროგნოზს აკეთებენ ჰოლდინგში, რომელიც მინერალური და მტკნარი წყლების, ნატურალური და გამაგრილებელი სასმელების, ასევე სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების მწარმოებელია.

როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუმარტეს, ეს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების კლებით არის განპირობებული, რაც პანდემიიდან გამომდინარეობს.

„ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის შემცირება, HoReCa-ს(სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სექტორის შეფერხება და ასევე ლარის დევალვაცია პირდაპირი დარტყმაა კომპანიის გაყიდვებისთვის.

ლოკალურად მტკნარ წყლებში უფრო მეტად აღინიშნება კლება: 7 თვის მონაცემებით, ქართულ ბაზარზე გაყიდვები 25%-ით შეგვიმცირდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგის წევრი კომპანიის „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ გაყიდვების ჭრილში ზრდა გვაქვს. პანდემიის მიუხედავად ენერგეტიკული სასმელის კატეგორიაშიც, "ბუღას" ბრენდთან მიმართებით გვაქვს 30%-იანი ზრდა, ასევე RAUCH-ის ბრენდის ნატურალურ წვენებთან, რომელიც საქართველოში წყალი მარგებელის ქარხანაში იწარმოება აღინიშნება დადებითი ტენდენცია - 5%-იანი ზრდით“, - აღნიშნავენ „მარგებელი ჰოლდინგში“.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ექსპორტის მიმართულებით 22 ქვეყანასთან თანამშრომლობენ.

„გლობალური სიტუაცია და მსოფლიო პანდემია ცხადია, გარკვეულწილად აფერხებს კომპანიის გეგმებს, მიმდინარე წლის, ბოლო 7 თვის მონაცემებით, ჰოლდინგის ჯამური ექსპორტი შემცირდა -14%-ით“, - აღნიშნავენ კომპანიაში და განმარტავენ რომ ეს მოიცავს იმ პროდუქტების საექსპორტო პორტფელს, რომელსაც ჰოლდინგი აწარმოებს.

კომპანიაში წლიური გაყიდვების 10%-იან კლებას პროგნოზირებენ.

მარგებელი ჰოლდინგი აწარმოებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: ნაბეღლავი, ბახმარო, ბუღა, ჯეო ნატურა, რაუხის ნატურალური წვენები და ა.შ.