მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტი 43%-ით გაიზარდა - TOP-10 საქონელი, რაც საქართველომ უცხოეთში გაიტანა

625e642c71fd0
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 11:28
911
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ უცხოეთში $1.17 მილიარდის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ეს წინა წელთან შედარებით 43%-ით მეტია. როგორც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9-ის ექსპორტი გაზრდილია. ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, რომლის ექსპორტიც 71%-ით, 271 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ასევე მკვეთრად - 91%-ით არის გაზრდილი ფეროშენადნობების ექსპორტი და ის $160 მილიონ დოლარს შეადგენს. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $271 მილიონი, მატება წინა წელთან 71%
2. ფეროშენადნობები - $160 მილიონი, მატება წინა წელთან 91%
3. მსუბუქი ავტომობილები - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 10%
4. აზოტოვანი სასუქები - $77 მილიონი, მატება წინა წელთან 167%
5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $46 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
6. მინერალური და მტკნარი წყლები - $33 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
7. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $28 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
8. სპირტიანი სასმელები - $23 მილიონი, კლება წინა წელთან -23%
9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $22 მილიონი, მატება წინა წელთან 75%
10. ოქრო - $21.4 მილიონი, მატება წინა წელთან 26%.

სხვა დანარჩენი საქონელი - $396 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%. 

საექსპორტო პარტნიორებს შორის პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ძირითადად სპილენძის მადნები გადის, მეორე ადგილს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი იკავებს. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:

1. ჩინეთი - $220 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
2. აზერბაიჯანი - $125 მილიონი, მატება წინა წელთან 11%
3. რუსეთი - $110 მილიონი, მატება წინა წელთან 9%
4. თურქეთი - $99 მილიონი, მატება წინა წელთან 9%
5. ბულგარეთი - $95 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
6. აშშ - $83 მილიონი, მატება წინა წელთან 7%
7. სომხეთი - $75 მილიონი, მატება წინა წელთან 6%
8. უკრაინა - $49 მილიონი, მატება წინა წელთან 4%
9. უზბეკეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2%
10. ყაზახეთი - $24 მილიონი, მატება წინა წელთან 2%
11. დანარჩენი ქვეყნები – სულ - $267 მილიონი, მატება წინა წელთან 23%.