მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტის ფასების ზრდა ნავთობისა და იმპორტის გაძვირებას აბალანსებს - TBC Capital

62418e046d456
გიორგი თოლორდავა
28.03.22 15:00
437
საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკური კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარება რუბლის შედარებითი სიძლიერეა. ძირითადად იმ მიზეზების გამო, რაც ჩვენს 7 მარტის განახლებაშია აღწერილი. ამასთან, როგორც ჩანს, რუსეთიდან ენერგომატარებლების რუბლში ანაზღაურების ალბათობის გარკვეული მატებაც ასევე რელევანტურია“. - წერია TBC Capital-ის ანგარიშში.

TBC Capital-ი მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას ავრცელებს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, სავარაუდოდ, მოვლენები TBC Capital-ის საბაზო სცენარის მიხედვით ვითარდება, რომელიც წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5-4.0%-იან ზრდას ითვალისწინებს.

„საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, TBC Capital-ის 25 მარტის „აღდგენის დინამიკის“ ინდიკატორები ეკონომიკის შედარებით მდგრადობაზე მიუთითებს. ამავდროულად, თებერვლის საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლების მიხედვით იკვეთება, რომ ექსპორტის ფასების ზრდა ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების გაძვირებას მნიშვნელოვნად აბალანსებს. ამდენად სავარაუდოა, რომ სამომავლოდ საგარეო ვაჭრობის შედარებითი ფასის მკვეთრი გაუარესება არ მოხდება. თავისთავად, ეს მნიშვნელოვანია, როგორც ზრდის, ასევე ლარის კურსისათვის, რომელიც, ჩვენი მოლოდინების შესაბამისად, კვირის ბოლოს მცირედით გამყარდა.