20.აგვისტო .2019 22:00

„ექსპორტის სასერტიფიკატო კურსები რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი“ - ხიდურელი

views 142
უკან

ექსპორტის სასერტიფიკატო კურსები დედაქალაქთან ერთად რეგიონებშიც ხელმისაწვდომი იქნება, - სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ონლაინ კურსებთან ერთად, რომელიც დღეს სააგენტოს ვებ გევრდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია, გეგმავენ კურსები რეგიონებში, დიდ ქალაქებშიც აამუშაონ.

"ჩაეშვა ექსპორტის Online კურსი, რაც ჩვენს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი და ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, უფასოდ გაიაროს ანიმაციების, ვიდეორგოლების და სხვა მიმართულებების მოდულები. კურსის ბოლოს ასევე შეუძლიათ დაწერონ ტესტი და თავისი ცოდნა ამ ფორმით შეამოწმონ. ასევე გვინდა ამ პროდუქტის რეგიონებში გატანა და ვგეგმავთ, რომ ექსპორტის სასერტიფიკატო კურსი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში, ყველა დიდ ქალაქში გვქონდეს“, - ამბობს ხიდურელი.

მისივე ინფორმაციით, ექსპორტის სასერტიფიკატო კურსებზე წელს განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა იყო და ჯამში, კურსი 100-მა ადამიანმა გაიარა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა