მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტს ვერ ვახორციელებთ - "ქართული სატაცური”

632c5df1b1ada
ლიკა გურაბანიძე
25.09.22 21:30
2026
მიმდინარე წელს 1 კგ ქართული სატაცურის ფასი ბაზარზე 30 ლარი იყო. "ქართული სატაცურის" თანადამფუძნებელი თინა წამალაიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს გაყიდვებით კმაყოფილია, თუმცა სექტორში ბევრი პრობლემა კვლავ აქტიურად რჩება, მათ შორისაა ექსპორტის საკითხიც.

კერძოდ, წამალაიძის თქმით, საექსპორტო ბაზრებზე ქართული სატაცური კონკურენტუნარიანია, თუმცა მისი მოცულობები არასაკმარისი. “ქართული სატაცური ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. წლების წინ საქართველოს ბაზარზე კონკურენცია არ იყო, თუმცა ახლა სატაცურს უკვე რამდენიმე კომპანია მოიპოვებს.

ჩვენ ექსპორტს ვერ ვახორციელებთ, რადგან სატაცურის რაოდენობის გაზრდას გარკვეული ხარჯები სჭირდება, ხოლო შემდგომ მის ექსპორტირებას სამაცივრე სისტემების გამართვა, რადგან სატაცური მალფუჭებადი პროდუქციაა. ეს ყველაფერი მცირე ბიზნესისთვის რთულია”, - განმარტა თინა წამალაიძემ.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველომ სატაცურის ექსპორტი 32%-ით გაზარდა. სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 107.66 ათასი დოლარის ღირებულების 17.05 ტონა ახალი ან გაცივებული სატაცურის ექსპორტი განახორციელა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებზე 81.92 ათასი დოლარის ღირებულების 12.88 ტონა სატაცური გაყიდა.