მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექსპორტზე $12 მილიონის ატამი გავიდა - ოთარ შამუგია

62d7eaae8019b
BM.GE
20.07.22 20:40
764
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნენ.

მინისტრმა ილია რაქვიაშვილის ბაღში ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ინდმეწარმე სოსო გიოშვილის სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სამაცივრო მეურნეობაში კი, მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

„კახეთის რეგიონში, სახელმწიფოს მიერ, რამდენიმე ათეული სამაცივრო მეურნეობა დაფინანსდა, რითაც შესაძლებელი გახდა, რომ მოსავალი დაბინავდეს სტანდარტების დაცვით და შემდგომ გავიდეს ექსპორტზე. დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 12 მლნ დოლარის ექსპორტი არის განხორციელებული და ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. თუ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს შევადარებთ, ფერმერების შემოსავლები, დაახლოებით, 4-5 ჯერ არის გაზრდილი”, - განაცხადა შამუგიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ატმის მიღების პროცესში სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით შექმნილი 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობაა ჩართული.