"მიმდინარე წელიც ძალიან რთულია, მაგრამ ხარისხის და კონკურენციის ხარჯზე გაყიდვების მინუსებიდან ამოსვლა და შემდეგ ზრდა შესაძლებელია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში მაღალხარისხიანი ღვინის ჭარბწარმოებაა. პანდემიამ კი ღვინის გაყიდვების შემცირება გამოიწვია, შესაბამისად კონკურენცია უფრო გაიზარდა.
„კომპანიები, რომლებიც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ, მათ შორის ქართველი მწარმოებლები, მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ. ვისურვებდით, რომ ქართული ღვინის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს. შესაბამისად, ექსპორტზე არასათანადო ხარისხის ღვინო არ უნდა გადიოდეს, რაშიც სახელმწიფომ კერძო სექტორს ხელი უნდა შეუწყოს. ამის სურვილი და საჭიროება დარგს ნამდვილად აქვს. მიმდინარე წელი ასევე ძალიან რთულია, მაგრამ ხარისხის და კონკურენციის ხარჯზე გაყიდვების მინუსებიდან ამოსვლა და შემდეგ ზრდა შესაძლებელია“, - ამბობს მარგველაშვილი.
მისი ინფორმაციით, „თბილღვინოს“ გასულ წელს არსებული სირთულეების მიუხედავად, ჯამურად გაყიდვებში მცირეოდენი ზრდა ჰქონდა. „წელს გაყიდვების კუთხით საკმაოდ დამაიმედებელი სტატისტიკა გვაქვს. ჩვენ 30-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი, აქტივობა შეინიშნება ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, ბრიტანეთის მიმართულებით და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში“, - თქვა „თბილღვინოს“ თანადამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი