მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება? - ნარმანიას განმარტება

633ed47ea100b
ინგა მურუსიძე
07.10.22 10:10
582
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამოქმედება ბოლოს 2022 წლის 1 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა, მისი ამოქმედება კიდევ ერთხელ მარტამდე გადავადდა. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ბირჟას არ ექნება ის ძირითადი ფუნქცია, რაც ფასის დადგენას გულისხმობს.

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ბირჟის ამოქმედების გადავადების მიზეზებს განმარტავს:

„ტექნიკურად სისტემა ბაზრის გახსნისთვის მზად არის. ყველა ძირითადი წესი და მარეგულირებელი ზომა დადგენილია. მთავრობამ ბაზრის გახსნა მომავალი წლის მარტამდე გადაავადა, ვინაიდან გარკვეულწილად, გეოპოლიტიკური და საფასო რისკები რუსეთ-უკრაინის ომიდან და თურქეთში ენერგიის მყისიერი ფასების ზრდიდან გამომდინარე არსებობდა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დეფიციტური პერიოდი გვიდგება შემოდგომა-ზამთარში, ამ პერიოდში ბაზრის გახსნა ნიშნავდა იმას, რომ ძვირიანი იმპორტი შემოვიდოდა და შესაბამისად, ბაზარზე ენერგიის ფასი გაძვირდებოდა, ამიტომ მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება ბაზრის გახსნის გადავადების შესახებ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.