მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექვსმა დეპუტატმა "ოცნება“ დატოვა - „ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები“

6076a32ac8673
ინგა მურუსიძე
14.04.21 12:06
1744
გიორგი გახარიას გუნდმა „ქართული ოცნება“ დატოვა. განცხადება დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერთან ერთად მიიღეს.

„ახალი არ არის, რომ ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები. გადავწყვიტეთ, რომ გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპზე და ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და საქმიანობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

„ქართულ ოცნებას“ ტოვებენ დეპუტატები: გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და შალვა კერესელიძე.